-
მთავარი
- ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
დაბრუნება
Agrozone • აგროტექნიკისა და მეღვინეობის აღჭურვილობის ლიდერი საქართველოში
Agrozone დაარსდა 2004 წელს და უკვე 20 წელზე მეტია, წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, როგორც აგროტექნიკისა და მეღვინეობის აღჭურვილობის ერთ-ერთი ყველაზე სანდო იმპორტიორი და დისტრიბუტორი. კომპანია სთავაზობს ფერმერებსა და მეღვინეებს სრულ ტექნიკურ გადაწყვეტებს როგორც მცირე, ისე მსხვილი მეურნეობებისთვის.
ძირითადი მიმართულებები:
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა
- ტრაქტორები: YTO, Jinma, Xingtai
- მოტობლოკები: Wuxi Kipor
- კულტივატორები, სათესი და მოსავლის აღების ტექნიკა
მეღვინეობის აღჭურვილობა
Agrozone ოფიციალურად წარმოადგენს ევროპულ პრემიუმ ბრენდებს:
- Enoitalia (იტალია)
- Zottel (სლოვენია)
- Donato Rocila (იტალია)
კომპანია გთავაზობთ:
- ყურძნის გადამამუშავებელ დანადგარებს
- პრესებს
- ინოქსის ავზებს (50 ლ-დან 30,000 ლ-მდე)
- ბოთლების ჩამოსასხმელ მანქანებს
- დეგუსტაციის მოწყობილობებს და სხვა მარნისთვის საჭირო აღჭურვილობას
დამატებითი სერვისები
კომპანია ასევე უზრუნველყოფს ტექნიკის სათადარიგო ნაწილებით, საბურავებითა და შემდგომი სერვისით.